შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის ჰაუშანის კლინიკაში ექიმებმა ტვინში ნეიროკომპიუტერული იმპლანტის ჩანერგვის პირველი კლინიკური ოპერაცია ჩაატარეს. მოწყობილობა პაციენტს ხელის მობილობის აღდგენაში დაეხმარა.
მედიის ცნობით, ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების სახელმწიფო ადმინისტრაციამ სისტემა გამოსაყენებლად მარტში დაამტკიცა. პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, ადგილობრივი მცხოვრები გახდა, რომელიც 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევებში მოჰყვა. მან ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითების მოხრისა და ხელში საგნების აღების უნარი დაკარგა.
კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ, მედიკოსებმა პაციენტის ტვინში ჩაანერგეს ჩიპი, რომელიც ნეირონულ იმპულსებს კითხულობს და მათ რობოტიზებულ ხელთათმანს გადასცემს. გარე მოწყობილობა კიდურის დაკარგულ ფუნქციებს ანაზღაურებს.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში რჩება. მედიკოსების განცხადებით, ტვინის აქტივობის სიგნალები მკაფიოდ გადაიცემა. ჩინეთის მთავრობა გეგმავს კიდევ უფრო განავითაროს ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების ინდუსტრია და მომავლის სხვა ტექნოლოგიები.


