ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიიგი ხასიათდება ციებ-ცხელების მოულოდნელი, განმეორებადი შეტევებით და მუცლის, გულმკერდისა თუ სახსრების ძლიერი...

იგი ხასიათდება ციებ-ცხელების მოულოდნელი, განმეორებადი შეტევებით და მუცლის, გულმკერდისა თუ სახსრების ძლიერი ტკივილით – საქართველოში ხშირად „პერიოდულ დაავადებას“ უწოდებენ

ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება (Familial Mediterranean Fever – FMF), რომელსაც საქართველოში ხშირად „პერიოდულ დაავადებას“ უწოდებენ, არის გენეტიკური აუტოანთებითი დაავადება.

იგი ხასიათდება ციებ-ცხელების მოულოდნელი, განმეორებადი შეტევებით და მუცლის, გულმკერდისა თუ სახსრების ძლიერი ტკივილით.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საუბრობს:

„ძვირფასო მეგობრებო ამ პოსტით დაგემშვიდობებით დროებით და ბედნიერ, უშფოთველ ზაფხულს გისურვებთ. (თუმცა გზადაგზა პატარა ინფორმაციებს მოგაწვდით) ბევრი მთხოვს პოსტს პერიოდულ დაავადებაზე (ხმელთაშუა ზღვის ცხელება), რა არის FMF ???? (ხმელთაშუა ზღვის ცხელება, პერიოდული დაავადება) ეს არის მდგომარეობა, როდესაც განმეორებითი სიცხე უბრალო ინფექცია არ არის…

ბავშვს პერიოდულად აქვს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ გულმკერდის ან სახსრების ტკივილიც, თუმცა ყოველი შეტევის შემდეგ სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი დაავადება, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება (FMF-Familial Mediterranean Fever).

FMF იშვიათი, თუმცა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობითი აუტოანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ინფექციის გარეშე იწვევს ანთებით ეპიზოდებს. დაავადება ყველაზე ხშირად იწყება ბავშვთა ასაკში.

რა სიმპტომებია დამახასიათებელი?

განმეორებითი, უეცრად დაწყებული მაღალი ცხელება

ძლიერი მუცლის ტკივილი

გულმკერდის ტკივილი ღრმა ჩასუნთქვისას

სახსრების ტკივილი ან შეშუპება, ზოგჯერ კანზე წითელი გამონაყარი, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე.

შეტევები, როგორც წესი, გრძელდება 1-3 დღე და შემდეგ ბავშვი სრულიად კარგად გრძნობს თავს, რაც ხშირად დიაგნოზის დასმას აჭიანურებს.

როგორ ისმება დიაგნოზი?

დიაგნოზი ეფუძნება:

• დაავადების დამახასიათებელ კლინიკურ სურათს

• ოჯახურ ისტორიას

• ანთებითი მაჩვენებლების შეფასებას შეტევის პერიოდში

• საჭიროების შემთხვევაში-გენეტიკურ კვლევას.

მკურნალობა

FMF-ის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა კოლხიცინი, რომელიც ყოველდღიურად მიიღება ექიმის დანიშნულებით. მისი რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შეტევების სიხშირეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცავს ბავშვს დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულების-ამილოიდოზისგან, რომელიც შესაძლოა თირკმელები დააზიანოს.კოლხიცინი ინიშნება მკაცრად ექიმის მიერ

თუ თქვენს შვილს განმეორებით აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, რომელიც ყოველ ჯერზე ინფექციით ვერ აიხსნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს მუცლის, გულმკერდის ან სახსრების ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა რევმატოლოგს. დროული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა საშუალებას აძლევს FMF-ის მქონე ბავშვების უმრავლესობას იცხოვრონ სრულიად აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრებით.

  ინსულტი უკვე აღარ არის მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება – ინსულტი ახალგაზრდებში — რატომ ხდება ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან

ყველა განმეორებითი სიცხე ინფექცია არ არის. ზოგჯერ ის ორგანიზმის გენეტიკური თავისებურების მნიშვნელოვანი სიგნალია, რომლის დროული ამოცნობაც ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს… სიყვარულით თქვენი ექიმი.

P.S 23 ივლისამდე თბილისში ვარ და ვმუშაობ“, – წერს ექიმი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.