ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული – ჩემს ცხოვრებაში...

„ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული – ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა“ – ბექა გოჩიაშვილი მეუღლეზე

ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი იყო.

ბექა გოჩიაშვილმა ისაუბრა მუსიკაზე, მამის როლზე მის კარიერაში, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებსა და მეუღლეზე.

კითხვაზე, ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, ბექა გოჩიაშვილმა აღნიშნა:

„რამდენიმე რაღაც და ვიღაც არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რის და ვის გარეშეც არ შემიძლია – არ შემიძლია ჩემი თავის რწმენის გარეშე, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, ვერავის სიყვარულს ვერ ენდობი.

ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და ანასთვისაც მითქვამს: შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია-მეთქი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც გვიყვარს – დედა, მამა.

ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული. დღეს და უკვე მეათე წელია, ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა“, – აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  თოშა ქებურიას მეუღლემ, ქეთი ჟღენტმა „ტიკ-ტოკის“ ვარსკვლავს უმასპინძლა - უძრავი ქონების კონსულტანტმა ქებურიების ბინა დაათვალიერა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი