ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ჩემს ჩითის კაბებს სოფიკო ჭიაურელის შეკერილი საყელოები და მანჟეტები ამშვენებდა” – კირა...

„ჩემს ჩითის კაბებს სოფიკო ჭიაურელის შეკერილი საყელოები და მანჟეტები ამშვენებდა” – კირა ანდრონიკაშვილის სილამაზის საიდუმლოებები

მსახიობი, ცნობილი ოჯახისა და არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი, ულამაზესი ქალბატონი, კირა ანდრონიკაშვილი, ქალის სილამაზის მთავარ ფაქტორად შინაგან სიმშვიდეს და სიკეთეს მიიჩნევს. ამის გარეშე მზეთუნახავიც კი მისთვის ყინულის დედოფალს ემსგავსება. კარგად ახსოვს, მისი მამიდა – ქართველი კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე – როგორ ნუსხავდა ადამიანებს. ის თავისი ბუნებრივი სილამაზით, სისადავით ატყვევებდა ყველას.

ქალბატონ კირასაც სისადავე უყვარს მაკიაჟშიც და ჩაცმულობაშიც. მისი სახის კანი დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამას კი გენეტიკასთან ერთად სახის ნიღაბს უმადლის, რომელიც ძველი თაობის კოსმეტოლოგისგან ისწავლა. დედისგან, ეკატერინე ჯორჯაძისგანაც, ბევრი რჩევა ახსოვს. ეს „საიდუმლოებები” კირა ანდრონიკაშვილმა „სარკის” მკითხველებსაც გაუზიარა.

– ქალბატონო კირა, ამბობენ, რომ ლამაზ ქალს თავის მოვლა დიდად არ სჭირდება. თქვენი აზრით, ასეა?

– ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს და მიხედოს თავს. სულაც არ არის საამაყო, როცა ადამიანი ამბობს, არაფერს ვაკეთებ, კრემს არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს შინაგანი ტაქტიც, როგორ უნდა გამოხვიდე გარეთ, როგორ უნდა შეხვდე სტუმარს.

ახლა, რადგან ქალბატონები ძალიან დაკავებულები არიან, წვეულებებს რესტორანში მართავენ. ადრე სახლში ვიღებდით სტუმრებს, მიუხედავად იმისა, დაღლილები ვიყავით თუ არა. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა სტუმრებს ველოდებოდი, დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვიდექი. ასეთ დროს, ყველაფერი გამზადებული რომ მქონდა, კრემს გადავისვამდი, ათი წუთი წამოვწვებოდი, ხელ-ფეხს დავასვენებდი, ლამაზად ჩავიცვამდი და ისე დავხვდებოდი სტუმარს.

ისე არ იყო ჩემი ცხოვრება აწყობილი, რომ ვინმე დამხმარებოდა. ყოველთვის მარტო ვაკეთებდი ყველაფერს. ზოგჯერ 80-კაციან სუფრასაც მარტო ვშლიდი. შინაგანი მოწესრიგებულობა გარეგნულადაც ეტყობა ადამიანს. არ შეიძლება, სტუმარი გაჩეჩილი თმით მიიღო. ზოგი ამბობს, თავის მოვლისთვის დრო არ მრჩებაო. ჩემი შვილიშვილი, ვასიკო, 3 წლის იყო, რომ მითხრა, ჩქარა, გალამაზდი, მოწესრიგდი და დალაგება დაიწყეო, ანუ თუ ვარ ხალათით და მოუწესრიგებელი, საქმესაც ვერ გავაკეთებ.

შენგან თუ სითბო, დადებითი მუხტი და ხალისი არ მოდის, მარტო ცუდზე ლაპარაკობ, ეს შენს სახესაც დაეტყობა. მინახავს ულამაზესი ადამიანი, რომლისგანაც კეთილგანწყობა და სითბო არ მოდიოდა და ის უბრალოდ ყინულის დედოფალს ჰგავდა. ასეთ ქალს ნაკლებად ლამაზმა, მაგრამ კეთილი ბუნებისამ შეიძლება აჯობოს.

– ნათქვამია, ლამაზ ქალს ჩითის კაბაც ამშვენებსო. ეთანხმებით?

– სამოსს და გემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩითის კაბებზე ვგიჟდებოდი. ლურჯი და წითელი ჩითის კაბები მქონდა. ამ კაბებს სოფიკო ჭიაურელის შეკერილი საყელოები და მანჟეტები ამშვენებდა. ზოგჯერ მეტყვიან, შენ რაც უნდა ჩაიცვა, ყველაფერი გიხდებაო. უნდა შეარჩიო, რას იცვამ. მე დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი. მდიდრულ კაბებს არ ვიცვამ.

ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს. ზოგი ისე გამომწვევად იცვამს, რომ თავის გარეგნობას აფუჭებს. მე, თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ. მოდის აყოლასაც ვერ ვიტან. იქნებ ის, რაც მოდაშია, არ მიხდება, რატომ უნდა ჩავიცვათ ყველამ ერთნაირად?! არ მომწონს, დღეს გოგონების უმრავლესობა ერთმანეთს რომ ჰგავს, ერთნაირად მეტყველებენ… ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს.

– პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობთ?

– ადამიანმა რაც უნდა გაიკეთოს – ტუჩი, თვალი, ფეხი… თუ მისი განწყობა უარყოფითია, კარგად მაინც არ გამოჩნდება. ზედმეტი რაღაცები არ მომწონს. დიდი პროფესიონალიზმი უნდა, რომ ადამიანს ქირურგის ხელი არ დაეტყოს. საშინლად არ მომწონს, რომ ეკითხებიან მავანს და მავანს, თუ რა გაიკეთეს. მან იმიტომ გაიკეთა ის ოპერაცია, რომ გალამაზდეს და ყველამ თუ გაიგო ამის შესახებ, რაღა გამოვიდა?!

– სილამაზე მონდომების შედეგია თუ მაინც გენეტიკის დამსახურებაა?

– გენეტიკას ვერ უარვყოფთ. დიდი მადლობა უფალს, რომ ამით დაჯილდოებული ვარ.

 შვილებს თუ ასწავლეთ, რა არის სილამაზის საიდუმლო?

– მათ ჩავუნერგე, რომ მუდმივად მოწესრიგებულები იყვნენ, გული არაფერზე გაიტეხონ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. დანარჩენი უკვე დეტალებია, რაც თავის მოვლას სრულყო-ფილს ხდის… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი