პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიშსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია

შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრებს დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის – 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. – ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – აცხადებენ უწყებაში

  საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი