ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრებს დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის – 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. – ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.
მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – აცხადებენ უწყებაში
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია. 27 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შსს-ში-აცხადებენ-რომ-პირვ/
