შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიშრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს

შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს

სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ” ამჯერად დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს წარედგინათ – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დოკუმენტი, რომელზეც შრომის ინსპექციის სამსახურმა, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა, ადგენს სამუშაო სივრცეში მყოფი პირების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გაუზიარეს.

ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. ამ პროცესის მიზანს კი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა წარმოადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

#drpkhakadze

  რომელი აქსესუარები უნდა გამოვიყენოთ ხშირად ინტერიერში – სტილიზაციის რეკომენდაციები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი