შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრი ელექტროქსელის გათიშვის მიზეზად მაიმუნს ასახელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრმა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზად მაიმუნი დაასახელა, რომელიც კოლომბოს სამხრეთით მდებარე ელექტროსადგურში შეიჭრა და ელექტროქსელი გათიშა.

როგორც შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრმა, კუმარა ჯიაკოდიმ განაცხადა, მაიმუნი ტრანსფორმატორთან შევიდა კონტაქტში, რამაც სისტემის დისბალანსი გამოიწვია და ქვეყნის მასშტაბით, 22 მილიონ ადამიანს შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება – შრი-ლანკის ადგილობრივი დროით, შემთხვევა კვირას, დილის 11:00 საათზე მოხდა.

ელექტროენერგიის ნაწილობრივი აღდენა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შრი-ლანკის ენერგეტიკის მინისტრი ელექტროქსელის გათიშვის მიზეზად მაიმუნს ასახელებს. 10 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შრი-ლანკის-ენერგეტიკის-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi