შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და ორ დღეში კლინიკაში გარდაიცვალა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კი სამი ადამიანია დაკავებული. ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მოუწოდა მედიას და საზოგადოებას, საქმეზე არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს კონკრეტულმა პირებმა დაზიანებები მიიღეს. ამის შემდეგ, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოკითხვაზე მისული პირი შეუძლოდ გახდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის ორ დღეში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება.
ალექსანდრე დარახველიძე მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და ორ დღეში კლინიკაში გარდაიცვალა. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაგან-საქმეთა-სამინის-2/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T22:06:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
