ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი

ევროპარლამენტმა 405 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეა საუბარი.

რეზოლუციის წინააღმდეგ 210 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 36 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ანგარიში მიუთითებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სისტემურ და ახალ საფრთხეებზე. განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატულია სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ტენდენციების, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ევროკავშირის ღირებულებებზე თავდასხმების გამო.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობას და აკრიტიკებს კორუფციის გამოძიებაში ჩარევას, სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

დეპუტატებმა დაგმეს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმები, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური პროგრამების გამოყენება და დემოკრატიულ პროცესებს ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

რეზოლუციაში აღნიშნულია უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტქი+ პირების უფლებების დაცვის გაუარესება. ევროპარლამენტმა გასცა მოწოდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შესახებ ევროკავშირის დონეზე.

ანგარიშში საუბარია უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის ღირებულებების სისტემურ დარღვევებზე, პროკურატურაზე პოლიტიკურ ზეგავლენასა და ევროკავშირის ფონდების არასათანადო გამოყენებაზე

„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წარმომადგენელმა ანა კატარინა მენდესმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტს არ შეუძლია ევროპული ღირებულებების საფრთხეების იგნორირება.

„დემოკრატია ვითარდება ხელისუფლების დაყოფის, პრესის თავისუფლების, მართმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე. ამის გარეშე, კანონის უზენაესობა ცარიელ ფორმალობად იქცევა და ავტორიტარიზმისთვის სივრცე იხსნება. ამ პარლამენტს არ შეუძლია ჩვენი ღირებულებების საფრთხეების იგნორირება, როცა იტალიაში ჟურნალისტებს სპეციალური პროგრამებით მიზანში იღებენ, უნგრეთში ლგბტქი+ პირების ძირითად სამოქალაქო თავისუფლებებს თავს ესხმიან და პოლონეთში ახალი ნაციონალისტი პრეზიდენტი რეპროდუქციულ თავისუფლებას ემუქრება“, – განაცხადა ანა კატარინა მენდესმა.

რეზოლუცია წარმოადგენს ევროპარლამენტის წვლილს კომისიის 2025 წლის კანონის უზენაესობის ანგარიშის მომზადებაში.

დეპუტატებმა მოუწოდეს კომისიას, უფრო მკაცრი რეკომენდაციები ჩართოს და იმუშაოს მეთოდების გაუმჯობესებაზე. ასევე, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს მოუწოდეს საფრთხეების წინააღმდეგ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

  ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.