შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მინისტრი მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.

ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაგან-საქმეთა-მინისტრი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi