KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს – „საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ დაიწყო გზა, რომელმაც საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გასული 13 წელი ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფოს იმ კურსს, რომელმაც მრავალი მიმართულებით, მათ შორის, თავისუფალი ბიზნესის განვითარების მხრივ, ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

მრავალწლიანმა ბიზნეს საქმიანობამ და გამოცდილებამ კარგად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემო ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. ასეთ გარემოში ბიზნესის წინსვლა შეუქცევად პროცესად იქცევა.

უალტერნატივოა სახელმწიფოს ის პოლიტიკა, რომელიც სტაბილურობასა და გრძელვადიან განვითარებაზეა დაფუძნებული. ეს არამხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად საზოგადოების წინსვლის საფუძველია.

ვიზიარებ რა „ქართული ოცნების“ ხედვასა და მისწრაფებებს, მჯერა, რომ ერთად შევძლებთ მიღწეულის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო ძლიერი მომავლის შექმნას.

მადლობა თითოეულ ქართველს, ვინც 13 წლის წინ ქვეყნის ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე დადგა და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ საშვილიშვილო საქმის მთავარ შემოქმედს“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს – „საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა“. 3 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ktw-ჯგუფის-პრეზიდენტი-ზურაბ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi