„შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს – სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე, სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, შვილებისთვის ყოველდღიურად, დილითა და საღამოს, ილოცონ.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შვილების უსაფრთხოებისთვის ღვთის შეწევნის თხოვნას.

„მშობლებო, ვისთვისაც ჩემი კურთხევა ყურადსაღებია, შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. აქ აღარ დავწერ, ყველა ლოცვის წიგნში წერია მამის წასაკითხი ლოცვა და დედის წასაკითხი ლოცვა. ღმერთს მეტად უნდა ვთხოვოთ, რომ დაიცვას ჩვენი შვილები. დარიგება, კოდექსები, პოლიცია, ჯარიმები, მეორე ხარისხოვანია, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება. ასევე, ყველას გაძლევთ კურთხევას, მოერიდეთ საგზაო წესების დარღვევას, ერთმანეთში კონფლიქტებს, ექსტრემალურ სიტუაციებს, ნარკოტიკებს, სასმელს. სულ რამდენ წელსღა ცოცხლობს კაცი, იმასაც ნუ იმოკლებთ და ჩვენც ნუ გვიგლეჯავთ გულებს. ამ ორმოც წელში რა არ გადავიტანე, მაგრამ ანგელოზივით ბავშვისთვის პანაშვიდის გადახდა, წესის აგება, დაკრძალვა, ჩემთვის კატასტროფა იყო“, – წერს მამა ლევანი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს – სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება“. 8 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შვილებს-ლოცვა-უკითხეთ-დ/

  შემოსავლების სამსახური: დაზარალებულ პირებს, ჩამოწერილ და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ განადგურებულ საქონელზე, ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi