ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: „დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან,...

მეუფე შიო: „დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა“

დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მისივე თქმით, ეს საბანელი, ემბაზი არის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს.

მიტროპოლიტმა ქადაგებისას ასევე გაიხსენა უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია. მეუფე შიომ ისურვა, რომ უფალის შეწევნით, „ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება, ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.

იგი ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში, „ბეთეზდად“ წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა, რა სენითაც იყო შეპყრობილი. ეს საბრალო კაცი აუზთან ახლოს იწვა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა.

უფალმა იესო ქრისტემ ის შეამჩნია, მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“ (ინ. 5, 6). მან მიუგო, რომ უნდოდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. მაშინ უფალმა უთხრა: „აიღე შენი სარეცელი და გაიარე!“ (ინ. 5, მანაც აიღო თავისი საწოლი, გაიარა და განიკურნა. აი, ასეთი დიდი სასწაული მოხდა.

ამ ამბავში ყველაფერი საკვირველია: უფლის ძალის და მადლის სიდიადე. საკვირველია ასევე ამ აუზის მაკურნებელი წყალიც. საკვირველია, რომ უფალმა ეს კაცი შეამჩნია და მივიდა მასთან. საკვირველია, რომ ეს ადამიანი ოცდათვრამეტი წელი იყო პარალიზებული და ასეთი სულიერი თვისებები შეიძინა: უდრტვინველობა, მოთმინება, სიმდაბლე, რწმენა, დიდი გონიერება. ეს ჩანს მისი პასუხიდან, მისი ქცევიდან, რომ ამისთვის დაიმსახურა ღვთის ასეთი დიდი მადლი და წყალობა. საკვირველია ისიც, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა და ა. შ.

  „ქალს შეუნიშნავს, მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა...“ - დაუჯერებელი ამბავი ცოცხლად დამარხულ ბიჭზე

ძვირფასო ძმებო და დებო, დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.

რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, ძალიან უნდა სურდეს, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას. საჭიროა ასევე, ჰყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე მიიყვანს (ანუ ეკლესიაში ვინც მოიყვანს).

აი, ნახეთ, როგორი განსხვავებაა ახალი აღთქმის ეკლესიის ძალასა მადლსა და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის, ახალაღთქმისეულ ემბაზსა და საბანელს და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის. იქ, როგორც გითხარით, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და მხოლოდ ერთი ადამიანი იკურნებოდა: პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას. აქ კი უფალი იესო ქრისტე ჩავიდა მდინარე იორდანეში, წყლები აღამღვრია და მთელი სამყარო განკურნა. თუ იქ პირველის მერე ჩავიდოდნენ მეორე და მესამე, ისინი აღარ იკურნებოდნენ, რადგან მადლი აღარ მოქმედებდა, ჩერდებოდა, არა მადლის მომცემელის სიღარიბის გამო, ღმერთის სიღარიბის გამო კი არ ხდებოდა ასე, არამედ მიმღებელთა სულიერი უძლურების გამო იყო ასე. აქ კი პირველის მერე თუ ჩავა მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც ათი, ასი თუ ათასი ადამიანი შევიდეს ამ საბანელში, უფრო მეტიც, მთელი სამყარო რომ შევიდეს, ყველა განიკურნება, ყველა აღდგება, ყველა განიწმინდება, იმიტომ, რომ ეს არის ახალი სახის განწმენდა, სულიერი განწმენდაა!

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: „თუ იქ, რაც მეტი ადამიანი განიბანებოდა, ის წყალი უფრო ბინძური ხდებოდა, აქ რაც უფრო მეტი ადამიანი განიბანება და შედის ამ წყლებში, მით უფრო წმინდა ხდება ის“.

  როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას? - მომღერლის ემოციები

ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლისღება, მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები“, – განაცხადა მეუფე შიომ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.