ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები ღამურა სახლში შემოფრინდა - როგორ უნდა მოვიქცეთ?

 ღამურა სახლში შემოფრინდა – როგორ უნდა მოვიქცეთ?

 ღამურა სახლში შემოფრინდა – როგორ უნდა მოვიქცეთ?

პირველ რიგში, არ შეშინდეთ. ღამურა, როგორც წესი, სახლში შემთხვევით ხვდება და თვითონაც გასასვლელს ეძებს.
არასოდეს შეეხოთ ღამურას შიშველი ხელით! თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გიკბინათ ან უშუალო კონტაქტი გქონდათ, ღამურა გარეთ არ გაუშვათ – მოათავსეთ უსაფრთხო კონტეინერში და დაუკავშირდით ექიმს.
თუ ღამურა ოთახში დაფრინავს:
 ოთახიდან გაიყვანეთ ბავშვები და შინაური ცხოველები და დახურეთ სხვა ოთახებში გასასვლელი კარები.
 გააღეთ ფანჯარა ან გარეთ გამავალი კარი.
 გამორთეთ ოთახის განათება და მიეცით დრო, რომ გასასვლელი თვითონ იპოვოს.
 ნუ დაედევნებით ცოცხით და ნუ ეცდებით ჰაერში მის დაჭერას. ღამურა, სავარაუდოდ, თქვენთან შეჯახებას თავადაც აირიდებს.
თუ ღამურა კედელზე ან სხვა ზედაპირზე მშვიდად ზის, შეგიძლიათ ფრთხილად დააფაროთ დიდი ყუთი ან სხვა მყარი კონტეინერი და ქვემოდან მუყაო შეუცუროთ. ხელით აყვანა მხოლოდ სქელი, გამძლე სამუშაო ხელთათმანებით არის რეკომენდებული, ვინაიდან ღამურის ნაკბენმა შესაძლოა თხელ ქსოვილში შეაღწიოს.
გარეთ გაშვება სასურველია მხოლოდ მშრალ და უქარო ამინდში. ღამურა მიწაზე არ დატოვოთ – მოათავსეთ შემაღლებულ ზედაპირზე, საიდანაც აფრენას შეძლებს.
თუ ღამურები სახლში ხშირად ჩნდებიან, სავარაუდოდ შენობაში არსებობს ნაპრალი ან ღიობი. ღამურები ხვრელებს თვითონ არ აკეთებენ, ისინი უკვე არსებულ პატარა ღიობებს იყენებენ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის დახმარება, განსაკუთრებით თუ შენობაში კოლონიაა ან ღამურები ზამთრობენ.
ღამურები ადამიანებზე თავდასხმას არ ცდილობენ. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემაში და დიდი რაოდენობით მწერებს, მათ შორის კოღოებს და ბევრ მავნებელს ანადგურებენ. ამიტომ მათი უსაფრთხოდ გაყვანა გაცილებით უკეთესი გამოსავალია, ვიდრე დაზიანება ან მოკვლა.
დაზიანებული ღამურის პოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ მესენჯერში დამიკავშირდეთ.
ფოტო: ©Tom Marshall
სახეობა: ჯუჯა ღამორი (Pipistrellus pipistrellus) – ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და ისინი ხშირად შენობებისა და ხეების ნაპრალებში ბინადრობენ, თუმცა მკაცრი ზამთრის პერიოდში შეუძლიათ მიწისქვეშა თავშესაფრებშიც გამოიზამთრონ.
წყარო: საქართველოს ველური ბუნება – Wildlife in Georgia
  რასთან ერთად უნდა მიირთვათ ვაშლი, რომ ყოველდღე დაიკლოთ წონაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.