აღმოსავლეთ შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენის პოლიციამ ექვსი ეგრეთ წოდებული „სუპერ ამომცნობი“ დაიქირავა, რომლებიც სამართალდამცავებს დამნაშავეების იდენტიფიცირებაში დაეხმარებიან.
ზოგიერთ ადამიანს აქვს უნარი, მყისიერად ამოიცნოს სახე, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უნახავს. ამ ნიჭმა, რომელიც ზოგჯერ ამომცნობი პროგრამების შესაძლებლობებსაც კი აღემატება, სენტ გალენის პოლიციის ყურადღება მიიქცია.
პირველი საპილოტე პროექტისთვის, საგულდაგულო ტესტირების შემდეგ, ექვსი ადამიანი შეირჩა. თითოეულ მათგანს აქვს სახის ამოცნობის განსაკუთრებული ნიჭი. მათ, შეზღუდული ხედვის პირობებშიც კი, მოძრავი ბრბოს შუაგულში, მაგალითად, კაპიუშონიანი ადამიანის ამოცნობა შეძლიათ.
„ცოტა ხნის წინ დანაშაული მოხდა და ჩხუბის დროს ადამიანი დანით დაჭრეს. როცა შემთხვევის ადგილზე მივედი და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს შევხედე, შემეძლო მისთვის სახელითაც კი მიმემართა. გამახსენდა, რომ ის რამდენიმე წლის წინ ქუჩაში ვნახე. ისიც შემიძლია გითხრათ, სად მოხდა ეს“, – განუცხადა შვეიცარიის საზოგადოებრივ მაუწყებელს (RTS) სენტ-გალენის პოლიციაში მომუშავე ერთ-ერთმა „სუპერ ამომცნობმა“.
სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი ასეთი უნარების მქონე ადამიანებით, რადგან, ამომცნობ პროგრამებისგან შედარებით, მათ უამრავი უპირატესობა აქვთ. ლოზანის უნივერსიტეტის სახის ამოცნობის ლაბორატორიის დირექტორის, მეიკე რამონის თქმით, ადამიანი ყოველთვის უკეთესია, რადგან ის უფრო მოქნილად იყენებს მიღებულ ინფორმაციას.
„ზოგიერთი ტრადიციული ამომცნობი პროგრამისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვჭირდება ორი თვალი, ცხვირი და პირი, რომ სახე ამოვიცნოთ“, – ამბობს რამონი. „თუ აიღებთ ტელეფონს და პიროვნების გამოსახულებას გაადიდებთ, დაინახავთ, რომ პროგრამა ზოგ შემთხვევაში ახერხებს ამ პიროვნების ამოცნობას, ზოგჯერ კი ვერა“, – დასძენს ის.
ადამიანის თვალის კიდევ ერთი უპირატესობა ტექნოლოგიასთან შედარებით ისიც არის, რომ ნაკლებ იურიდიულ პრობლემებს ქმნის. „როდესაც ალგორითმებს ვიყენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან პირდაპირ კონტაქტში შევდივართ, – ამბობს სენტ გალენის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, სტეფან კიუნე, – მაგრამ თუ უდანაშაულობის პრეზუმფციისთვის ან ბრალეულობისთვის ადამიანურ რესურსებს ვეყრდნობით, ეს პრობლემა არ გვაქვს“.
წლის ბოლოს სენტ გალენის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, დასაქმდებიან თუ არა პოლიციაში მუდმივად ეს „სუპერ ამომცნებები“.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). შვეიცარიის პოლიციამ, კრიმინალების იდენტიფიცირებისთვის, ექვსი „სუპერ ამომცნობი“ დაიქირავა. 5 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შვეიცარიის-პოლიციამ-კრი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

