ვენეციაში შესვლის გადასახადი ორმაგდება – უბილეთოებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

წელს იტალიის ქალაქ ვენეციაში შესვლის გადასახადი ორმაგდება და 10 ევრო ხდება, რაც მხოლოდ იმ ტურისტებზე გავრცელდება, ვინც ქალაქში მგზავრობას ოთხ დღეზე ნაკლებ ვადაში ჯავშნიან. უფრო ორგანიზებული ტურისტები, რომლებიც თავიანთ მოგზაურობას ხუთ დღით ადრე ჯავშნიან, ქალაქში შესასვლელად ისევ მოქმედ ოდენობას, ანუ 5 ევროს გადაიხდიან.

ახალი სისტემა აღდგომის დღესასწაულებზე, 18 აპრილიდან 4 მაისამდე ყოველდღიურად იმუშავებს. ამ პერიოდის შემდეგ, კერძოდ, 4 მაისიდან ივლისის ბოლომდე გადასახადის გადახდა მხოლოდ ერთდღიან ტურისტებს მოუწევთ, რომლებიც ვენეციას პარასკევს, შაბათს, ან კვირას სტუმრობენ. ამით ხელისუფლება ცდილობს, ტურისტები შაბათ-კვირის ნაცვლად სამუშაო დღეებში მიიზიდოს.

გადახდა ონლაინ ან ვენეციაში შესვლისას ბილეთების სალაროებში არის შესაძლებელი, რაც უფრო ძვირი ჯდება.

ყველა ვიზიტორს QR-კოდი მიენიჭება, რომელიც შეუძლია, სმარტფონში შეინახოს ან ამობეჭდოს. დაჯავშნის გარეშე გამოვლენილი ტურისტები შესაძლოა, 300 ევრომდე დაჯარიმდნენ, ხოლო ტურისტები, რომლებიც ვენეციაში ღამის გასათენებლად სასტუმროს ჯავშნიან, ამ საფასურისგან თავისუფლდებიან, რადგან მათ ტრადიციული ტურისტული გადასახადის გადახდა მაინც უწევთ. ეს გადასახადი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველი ღამისთევისთვის მოქმედებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვენეციაში შესვლის გადასახადი ორმაგდება – უბილეთოებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 18 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვენეციაში-შესვლის-გადასა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi