პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშემზარავი ფაქტი მარნეულის რაიონში - "კურიერი P.S." სარწყავ არხში ჩვილის ცხედრის პოვნის...

შემზარავი ფაქტი მარნეულის რაიონში – “კურიერი P.S.” სარწყავ არხში ჩვილის ცხედრის პოვნის დეტალებზე ადგილობრივებს ესაუბრა

მარნეულის რაიონი, სოფელი წერეთელი – ეს უმძიმესი ამბავი ადგილობრივებში ელვის სისწრაფით გავრცელდა – სარწყავ არხში მოზარდებმა ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალშობილი თავიდან სათამაშო თოჯინა ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე შემზარავ დანაშაულთან ჰქონდათ.

ქალი, რომლის სახლთანაც ახალშობილი ბიჭი სარწყავ არხში იპოვეს, “კურიერი P.S.-ს” შემთხვევის ადგილს აჩვენებს. გვიყვებიან, რომ ფაქტი ყველასთვის დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ჩვილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, პოლიცია კი ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

“კურიერი P.S.-თან” მომხდარს იხსენებს ის მოზარდიც, რომელმაც სახლის მიმდებარედ სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი პირველმა ნახა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალშობილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ ჭაში ჩააგდეს, დინებამ კი, წყლის მილის გავლით საცხოვრებელი სახლების გასწვრივ მდებარე არხში გამორიყა. ცხედარი სწორედ იმ ადგილას ნახეს, სადაც არხში დამცავი ბადეა მოწყობილი.

რა იციან მომხდარის შესახებ სკოლაში? დირექტორი ამბობს, რომ ფაქტი საგანმანათლებლო დაწესებულებას არ უკავშირდება და გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდეს.

არავინ იცის, ვინ და რატომ გაიმეტა დაბადებიდან რამდენიმე საათში მცირეწლოვანი. სოფელში ვარაუდობენ, რომ ჩვილის დედა შესაძლოა თავადაც არასრულწლოვანი იყოს. ფსიქოემოციურ ფონზე მიღებული დანაშაულებრივი ნაბიჯი თუ იძულება? – გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

ფსიქოლოგი ნინა გოგოხია უკვე წლებია მუშაობს ქალებთან, რომლებსაც შესაძლოა კანონთან პრობლემები ჰქონდეთ, მის პაციენტებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის მკვლელობისთვის იხდიან. გვიყვება, თუ რა შეიძლება ვითარდებოდეს ადამიანის გონებაში, როცა ის მსგავს დანაშაულზე მიდის.

მარნეულის რაიონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ბრალდება, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება მას შემდეგ, რაც პოტენციური დამნაშავის ვინაობა და მოტივი დადგინდება.

  ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი