შამპუნის ისტორია – როგორ იქცა ინდური ტრადიცია საყოველთაო პროდუქტად

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

დღეს შამპუნი თითქმის ყველა აბაზანაშია და მისი გამოყენება ცხოვრების ბუნებრივ ნაწილადაც იქცა, თუმცა თანამედროვე შამპუნის მიღმა დგას მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ქიმიური ევოლუცია, რომელიც შორეული ინდოეთიდან დაიწყო და თანამედროვე კოსმეტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად იქცა.

სიტყვა შამპუნი ინდურად „დაჭერას“, „მასაჟს“ ნიშნავს. ძველ ინდურ ტრადიციებში ადამიანებს რეგულარულად უტარდებოდათ თავის მასაჟი მცენარეული ზეთებით, რომლებიც შეიცავდა ისეთ ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა: ამლა, შიკაკაი და რითა. ეს ნაზავები გამოიყენებოდა, როგორც სკალპის გაწმენდისა და თმის გაძლიერების საშუალება. ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების მიხედვით, განსხვავებული მცენარეებს მოიხმარდნენ.

მე-19 საუკუნეში, როდესაც ბრიტანეთის იმპერიამ ინდოეთში პოზიციები გამიყარა, კოლონისტებმა ადგილობრივი თმის მოვლის ტრადიციები აღმოაჩინეს და მოიხიბლნენ კიდეც. ასე რომ, ბრიტანეთში შამპუნის კონცეფცია ინდოელებმა და ინგლისელებმა გაავრცელეს, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა პირველმა ინდოელმა ემიგრანტმა, სახელად საკ დინ მოჰამედმა 1814 წელს ლონდონში გახსნა „შამპუნის აბაზანა“, სადაც საზოგადოებას თავის მასაჟებსა და მცენარეულ აბაზანებს სთავაზობდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისმა მომსახურებამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და შამპუნი მოდურ ტენდენციად იქცა არისტოკრატიაში.

მე-20 საუკუნის დასაწყისში შამპუნის ბუნებრივი ინგრედიენტები თანდათან ქიმიური ნაერთებით შეიცვალა. 1930-იან წლებში გაჩნდა პირველი თხევადი შამპუნი, რომელიც სარეცხი ფხვნილის ბაზაზე იყო დამზადებული და შეიცავდა სულფატებს — ნივთიერებებს, რომლებიც სწრაფად ქაფდებიან და შლიან ცხიმებს.

სულფატების შამპუნმა მნიშვნელოვნად გაამარტივა და დააჩქარა თმის დაბანა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი კანს აშრობს, მარტივად გამოსაყენებელი ფორმულა მასობრივი წარმოების საფუძველი გახდა.

დღეს შამპუნის ფორმულები მრავალფეროვანი და მიზანმიმართულია: ქერტლის საწინააღმდეგო; თმის ზრდის მასტიმულირებელი, დაზიანებული თმისთვის, უფერული, ორგანული, ბუნებრივი ინგრედიენტებით და ა.შ.

ბოლო წლებში ეკოლოგიური და ნატურალური შამპუნები ტრენდად იქცა. ბევრი კომპანია ცდილობს, დაუბრუნდეს ბუნებრივ ინგრედიენტებს — ნაწილობრივ სწორედ იმ ძველი ინდური ტრადიციების გავლენით, რომლებიც ამ ნივთის საფუძველს წარმოადგენს.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

  ახალი სასწავლო წლის წინ: სურსათის სააგენტო საბავშვო ბაღების სამზარეულოებს ამოწმებს

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შამპუნის ისტორია – როგორ იქცა ინდური ტრადიცია საყოველთაო პროდუქტად. 14 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შამპუნის-ისტორია-როგორ-ი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi