პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedგოგონა, რომელიც 3 კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა

გოგონა, რომელიც 3 კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა

1971 წლის 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, 17 წლის გერმანელი მოსწავლე ჯულიანა კოეპკე დედასთან ერთად მიემგზავრებოდა ლიმადან პუკალპაში — პერუს შიდა რეისით, LANSA Flight 508-ის ბორტზე. თვითმფრინავში სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა. ფრენა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, სანამ თვითმფრინავი ძლიერ ქარიშხალში არ მოხვდა. ბორტს მეხი დაეცა და თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა.

აფეთქების მომენტში ჯულიანა კოეპკე სავარძელზე იყო მიბმული სამაგრი ღვედით. სავარძელი თვითმფრინავის კორპუსს მოსწყდა და ქვემოთ მდებარე ტყისკენ დაეშვა. გოგონა, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. სავარძლის კონსტრუქციამ, ხეებმა და ალბათ, ბედმაც დარტყმის ძალა შეამცირა და ჯულიანა კოეპკე გადარჩა.

გონზე მოსვლისას ის ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. მას აღენიშნებოდა მსუბუქი ტრავმები სახეზე, მოტეხილი ლავიწის ძვალი, ღრმა ჭრილობები მკლავზე, თვალში შუშის ნამსხვრევები და თავბრუსხვევა. მიუხედავად დაზიანებებისა, გოგონას შეეძლო მოძრაობა. მალე მიხვდა, რომ თვითმფრინავის სხვა მგზავრები ცოცხლები არ იყვნენ და დახმარება არსაიდან ჩანდა. ის სრულიად მარტო აღმოჩნდა ამაზონის ჯუნგლებში.

ჯულიანა კოეპკე არ დაელოდა შემთხვევით დახმარებას და გადაწყვიტა, მდინარის მიმართულებით წასულიყო, რადგან იცოდა — წყლის ნაკადს ხშირად მიჰყავს ადამიანი დასახლებამდე. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ხშირად მოგზაურობდა ბუნებაში და ბევრი რამ იცოდა. მან იცოდა, როგორ გამოეყენებინა წვიმის წყალი, როგორ ეძებნა საკვები, როგორ აეცილებინა სერიოზული ინფექციები… ჯუნგლებში მან 11 დღე გაატარა — დასუსტებულმა, მშიერ-მწყურვალმა და გამუდმებული საფრთხის ქვეშ.

მეცხრე დღეს გოგონამ ჯერ ნავი და შემდეგ ქოხი შეამჩნია. იგი იქ რამდენიმე საათით შეჩერდა და იმედით დაელოდა, იქნებ ვინმეს შეხვედროდა. მეორე დღეს ადგილობრივმა მეთევზეებმა შენიშნეს, დახმარება გაუწიეს და მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯულიანა კოეპკე იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა. გადარჩენის შემდეგ ის გერმანიაში დაბრუნდა, დაამთავრა უნივერსიტეტი და გახდა ბიოლოგი — მშობლების პროფესიის გამგრძელებელი. მოგვიანებით, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით — When I Fell from the Sky, რომელშიც დეტალურად აღწერს იმ დღეებს — როგორ გადარჩა ჩამოვარდნისას და როგორ იბრძოლა სიცოცხლისთვის ჯუნგლებში სრულიად მარტომ.

  ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

მის ისტორიაზე გადაღებულია არაერთი დოკუმენტური ფილმი. მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნერ ჰერცოგის Wings of Hope.

ჯულიანა კოეპკეს გადარჩენის ამბავი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ, თუმცა დადასტურებულ შემთხვევად ავიაციის ისტორიაში. მისი ნებისყოფა, საბაზისო ცოდნა და გამბედაობა საოცარი მაგალითია იმისა, რამდენად ძლიერია ადამიანი მაშინაც კი, როცა ბუნება მის წინააღმდეგ მიდის.

ასევე ნახეთ:

რა აკავშირებს იულიუს კეისარს საკეისრო კვეთასთან? – ვინ იყო პირველი ადამიანი ისტორიაში, ვისაც წარმატებული საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ვინ იყო კაცი, რომელიც ჩამოხრჩობას სამჯერ გადაურჩა

ვინ იყო ქალი, რომელიც დედის მიმართ შურისძიებამ სერიულ მკვლელად აქცია

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.