ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული...

შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ

მსურს, საზოგადოებას გავაცნო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება და რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს. ინიციატივები სამი თემატური ბლოკისგან შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინიციატივის პირველ ბლოკს წარმოადგენს „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების გადაწყვეტილება.

„პირველი ბლოკი ეხება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას“.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ და ჩამოყალიბდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა“. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის ივნისში, კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური „ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები – ნაბიჯი, რომელიც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის – სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გარე ძალების მიერ გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო“, რაც პარლამენტის მიერ შეფასდა, როგორც „უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, შესაბამიად მირებული იქნა გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.

„დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ხელით მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელმაც ცხინავლის რეგიონში ვითარების ესკალაციამდე და ომამდე მიგვიყვანა, გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, რომელშიც საქართველოს გასაწირი პაიკის როლი დაეკისრა.

  სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

ამ ყველაფრის გამო, პარლამენტმა აღნიშნული ნაბიჯი შეაფასა როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციურ სარჩელში, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.

აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები. მათი დევნილობაში მყოფი თვითმმართველობითი ორგანოები ლეგიტიმურად არის არჩეული 2006 წელს, საქართველოს კონსტიტუციის სრული დაცვით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი