დავით სონღულაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტით. წარმოუდგენელია ის კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ძალიან გასაკვირი არის პირველ რიგში, თუ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე არ გიხაროდეს ასეთი ინვესტიცია, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი.

„ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მსოფლიოში სიდიდით – მესამე დეველოპერული კომპანია ახორციელებს. იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. იქმნება ახალი შესაძლებლობები, როგორც თბილისთან ახლოს, ასევე, აჭარის რეგიონში. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ეფექტი – ძალიან დიდი და ამ ყველაფერთან ერთად – ახალი რეკრეაციული სივრცეები. თანამედროვე, ევროპული ტიპის დასახლება. უბრალოდ, წარმოუდგენელია ის კომენტარები და კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დავით სონღულაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტით. წარმოუდგენელია ის კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით. 17 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დავით-სონღულაშვილი-იგლ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi