აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-საქართველოს-ახალი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi