ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა განახლდა - დადგენილება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა განახლდა – დადგენილება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობაში ცვლილებები შევიდა.

თუ აქამდე ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრული რაოდენობა 21 300 ადგილი იყო, განახლებული მაჩვენებელი 21 574-ია.

მაგისტრატურის პროგრამებზე მისაღები ადგილები კი 3 233-დან 3 335-მდე გაიზარდა.

დოკუმენტის თანახმად, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობიდან გამონაკლისი დაიშვება:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებითა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული პირებისათვის;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​​​​​13 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​​13 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში და რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;

გ) საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​​13 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და რომლებსაც უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ;

  რა შესაძლებლობები აქვს ამერიკულ მფრინავ რადარს

დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც უფლება აქვთ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ, სწავლა განაგრძონ საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;

ე) საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომლებიც 2025-2026 სასწავლო წელს ამავე პროგრამის დასრულების შემდგომ, სწავლას განაგრძობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.