ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე: „ეს ცვლილებები მართლაც საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე: „ეს ცვლილებები მართლაც საქართველოს გამო მიიღება, ეს ორ რამეს ადასტურებს“

უნდა გავიხსენოთ რა ფონზე მიდის ამ ცვლილებებზე მსჯელობა – თან ურთავენ კომენტარებს, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ, ისინი შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენონ, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს ცვლილებები მართლაც საქართველოს გამო მიიღება, ეს ორ რამეს ადასტურებს.

„პირველი – ცვლილებას იმიტომ იღებენ, რომ საქართველო არ არღვევს უვიზო რეჟიმის პირობებს და, აქედან გამომდინარე, არსებული რეგულაციებით ვერ მოგვიდგნენ ვერანაირად, რომ საქართველო რამენაირად დასაჯონ, იმის გამო რომ გავბედეთ და ბრიუსელს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება მოვთხოვეთ. უნდათ ამისთვის ქართველი ხალხი დასაჯონ. ეს თვითონ დასტური და აღიარებაა ბრიუსელის მხრიდან იმ კომენტარების ფონზე, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა საქართველოს უნდა უკავშირდებოდეს, უკვე აღიარებაა, რომ საქართველო არ არღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს. ამიტომ, თავის დროზეც, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გაუქმებაც ასევე იყო საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა.

მეორე – ეს აჩვენებს იმ ანტიდემოკრატიულ გზას, რომელსაც ბრიუსელი დაადგა, როდესაც ცდილობს რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს. ზუსტად ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობისა და ღირებულებითი სტაგნაციისა, როდესაც ევროკავშირის რეგულაციების მორგებას ფიქრობს ერთ ქვეყანაზე – იმ დაშვებით, თუკი ეს მართლაც გამიზნულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ, ეს მთლიანი პროცესი მხოლოდ დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისისა, რომელშიც დღეს ბრიუსელია შესული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

  მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი