შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი, თურმე სახლში ყოფნას არაფერი სჯობს... ტრაილერზე ერთად...

„ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი, თურმე სახლში ყოფნას არაფერი სჯობს… ტრაილერზე ერთად ვმუშაობდით“ – როგორია სოსო და კოტიკო თოლორაიების ამერიკული ცხოვრება

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ძმები – სოსო და კოტიკო თოლორაიები უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.

მერიკო კარტოზიას გადაცემა – „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ძმებ თოლორაიებს აშშ-ში ესტუმრა და გადაცემაში მათ ამერიკულ ცხოვრებაზე მოგვიყვება, მანამდე კი, როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, ძმებს ქართველი მაყურებლისთვის ბევრი თავგადასავალი აქვთ მოსაყოლი.

„ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი, თურმე სახლში ყოფნას არაფერი არ სჯობს“, – აღნიშნავს სოსო თოლორაია.

„ამერიკა, პირველ რიგში, ძალიან ახლოს გაცნობს შენს თავს და გარშემომოყოფებს… ტრაილერზე ერთად ვმუშაობდით, ხან გზა გვეშლებოდა, ხან ვიღაცის ეზოში შევიდოდით ხოლმე. 5 წელი ვიცოდი, რომ ღამე ვერ ხედავდა, რომ შებნელდებოდა, ვეუბნებოდი, გადმოდი-მეთქი [საჭიდან], გადმოდიოდა და იძინებდა. [შემდეგ აღმოვაჩინე] ღამე ფანტასტიკურად ხედავს – არწივთვალა შევარქვი“, – ჰყვება კოტიკო თოლორაია ძმაზე.

  სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი