პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაყავის ისტორია – ეს ძალიან უბრალოდ მოხდა, სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი...

ყავის ისტორია – ეს ძალიან უბრალოდ მოხდა, სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

ყავა – მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ

მეცხოველეობაში თხა ყველაზე მოუსვენარ, მოუთვინიერებელ და ყველაფრის მკვნეტელ ცხოველად ით­­ვლება. სწორედ მისმა ბუნებამ განაპირობა ისეთი ძვირ­ფასი კულტურის აღმოჩენა, როგორიც ყავის ხე გახლავთ. ეს კი ძალიან უბრალოდ მოხდა – შორეულ ეთიოპიაში თ­ხებ­მა ნეკერის კვნეტის დროს ხის ძირში მობნეულ მარცვლებს გემო გაუსინჯეს.

გაუსინჯეს და… საძოვარზევე შეეტყოთ მოუსვენრობა, შინ მირეკილებს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ. რა თქმა უნდა, არც მათ პატრონებს ეძი­ნათ მთელ ღამეს. როცა მარცვლებს მათაც გაუსინჯეს გემო და მხნეობა იგრძნეს, მიხვდნენ, რომ მათმა „აღსაზრდელებმა“ რაღაც დიდი აღმოჩენა გააკეთეს. დრო გავიდა და ყავის მარცვლები ეთიოპიის ტყეებიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიტანეს და მოაშენეს კიდეც, სადაც საამისო პირობები არსებობდა. განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა ყავამ ბრაზილიაში; აქ მსოფლიოში არსებული ყავის პლანტაციების 50%-ია გაშენებული. შედარებით ნაკლებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში.
გარდა იმისა, რომ ყავა გემრიელი სასმელია, იგი მასტიმულირებელი და თავის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებაცაა. ეფექტიანია აგრეთვე მოწამვლის შემთხვევაში, როგორც პი­რველადი დახმარების საშუალება ექიმის მოს­ვლამდე.
ბუნებაში ყავა მარადმწვანე ბუჩქების ან 8-10მ სიმაღლის ხეების სახით გვხვდება.
ენდროსებრთა ოჯახის გვარი (კოფეა) 50 სა­ხეობით არის წარმოდგენილი, რომელ­თაგან 4-5 სახეობაა კულტივირებული. ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშია „არაბიკა“, ანუ არაბული.
ყავის ულამაზესი მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს ორანჟერეისა და ოთახის პი­რო­ბებში. მრავლდება ახალმოკრეფილი მარცვლებით. ითესება ყუთებში, აღმოცე­ნებისათვის საჭირო ტემპერატურაა 20º. ნიადაგის შემცველობა ასეთია: კორდის მიწა – 1 წილი, ნეშომპალა – 0,5 წილი და მდინარის ქვიშა – 1 წილი.
ორანჟერეისა და ოთახის პირობებში ყვავილობს თეთრი, სურნელოვანი ყვავილებით. ნა­ყოფი მუქი წითელი ფერისაა, სფეროსებრი ან ოვალური ფორმის.

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი