კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა...

„ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი

ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი.

მაღალი ტემპერატურა, ხველა, საერთო სისუსტე, ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, როგორც ეს სეზოსნისთვისაც დამახასიათებელია, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია. ინფექციონისტები და პედიატრები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია  გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ქვეყანაში გრიპის უფასო ვაქცინაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

მედიკოსების ცნობით, ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის სახით გართულებებიც ერთვის. ამ მხრივ რისკჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვნები არიან. ექიმების განცხადებით, სიფრთხილე მართებს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებსა და მოხუცებს. ექიმები A ტიპის ვირუსს ღორის გრიპთან ერთად „ჰონგ კონგის“ შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც საქართველოში დომინირებს და განსაკუთრებით სწრაფად გადამდებია, ვიდრე სხვა დანარჩენი ვირუსები, თუმცა კლინიკური მიმდინარეობა ე.წ.  ღორის გრიპისგან არ განსხვავდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს მცირეწლოვნებში პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოხდეს ექიმის ჩართულობა და მხოლოდ მის მიერ დანიშნული  მედიკამენტებით მკურნალობა.

„თუ 65%-ია ჰონგ კონგის“ შტამი, ღორის გრიპი 2%-ს შეადგენს. დაველოდოთ სამი დღე და მერე მიმართოთ ექიმს, კატეგორიულად არასწორია და რისკის ჯგუფის წარმომადგენლებმა სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

სპეციალისტები ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას და პიკურ პერიოდს დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობენ. თუმცა მათი განმარტებით ვირუსები სწორი მართვა იმ რეკომენდაციების გათვალისწინების გაზიარებით ხდება, რომელსაც ექიმები გასცემენ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანა ვაქცინაცია ჩაიტარონ რისკჯგუფებში მყოფმა მოქალაქეებმა, მოერიდონ ხალხლრავალ ადგილებში ყოფნას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები და არ მიიღონ მედიკამენტები თვითნებურად.

  “ეს არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელიც მოულოდნელად გვატყდება თავს“ – პოზიციური თავბრუსხვევა, მოულოდნელი შეტევა…

„მომართვიანობა გაზრდილია როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ასევე სტაციონარებში. მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს. უახლოესი კვირების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გრიპის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და დაავადების გავრცელების აქტიურ ფაზაში ვართ, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ მატებას, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახის განსაკუთრებული ღონისძიების გატარების აუცილებლობას, ასეთ მატებას ნამდვილად არ ველოდებით.“ – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებას ამშვიდებს და განმარტავს, რომ მომატებული ვირუსების მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და გაზრდილი ავადობის ფონზე მდგომარეობა სტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვირუსები ყოველი ზამთრის სეზონზე მატულობს, თუმცა ეს კონტროლირებადი პროცესია. მთავარი რეკომენდაცია კი სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაა, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია.

„დღეისთვის სტაბილურად ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, შედარებით გაზრდილია ავადობის რაოდენობა, სხვადასხვა ტიპის ვირუსები ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მატულობს, თუმცა ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია. რასაკვირველია, ასეთ დროს რეკომენდაცია უცვლელი რჩება, – ხელის დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მაქსიმალურად თავი მოვარიდოთ. მით უმეტ ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც შეიძლება ვირუსის სიმპტომები ჰქონდეს.

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, პანიკის არავითარი რაიმე მიზეზი რეალურად არ არსებობს“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. საქართველოში იმუნიზაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და მიზნად ისახავს მძიმე გართულებების პრევენციას. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.