კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიკვლევა – ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს – დიეტა, რომელიც სიბერეში...

კვლევა – ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს – დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს

ჩიკაგოში მდებარე რაშის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვებას ანიჭებენ უპირატესობას, გონებრივ ტესტებში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში JAMA Neurology.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე(MD, MPH, PhD)

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე.

SheniEkimi.ge — ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

კვლევა ჩატარდა Rush Memory and Aging-ის პროგრამის ფარგლებში და მასში 586 მოხალისე მონაწილეობდა. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მონაწილეთა კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, სამუშაო გარემო, მავნე ჩვევები და სოციალური მდგომარეობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თითოეულ ადამიანს მიენიჭა ჯანსაღი ქცევის ქულა, რომელიც ერთიდან ხუთამდე მერყეობდა.

მონაწილეთა კოგნიტური უნარები კვლევის განმავლობაში რამდენჯერმე შეფასდა. მკვლევრებმა შეადარეს საწყისი ტესტების შედეგები სიბერეში დაფიქსირებულ გონებრივ შესაძლებლობებს და დაასკვნეს, რომ ისინი, ვინც ხშირად მიირთმევდნენ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, თევზს, ყველს და ზეითუნის ზეთს და ამავე დროს ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდნენ, ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს.

მონაწილეთა გარდაცვალების შემდეგ მეცნიერებმა მათი ტვინი გამოიკვლიეს ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებების – ბეტა-ამილოიდისა და ტაუ ცილების დაგროვების – არსებობაზე. აღმოჩნდა, რომ მსგავსი პათოლოგიური ნიშნების შემთხვევაშიც კი, ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი გარკვეულწილად იცავდა ადამიანებს კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებისგან.

დემენციის ადრეული გამოვლენის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემცირება შეიძლება დემენციის ადრეულ ბიომარკერად ჩაითვალოს და დაავადების ნიშნების გაჩენამდე 5–10 წლით ადრე გამოვლინდეს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer’s & Dementia.

გამოკვლევაში მონაწილეობდა 1500 ადამიანი: დაახლოებით 1000 მასაჩუსეტსიდან და 500 კალიფორნიიდან. მათი საშუალო ასაკი 70–74 წელი იყო. კალიფორნიელ მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აფროამერიკელი და ესპანურენოვანი იყო, ხოლო მასაჩუსეტსის ჯგუფი ძირითადად არაესპანელი თეთრკანიანებისგან შედგებოდა. კვლევის დაწყების მომენტში ზოგიერთ მოხალისეს უკვე ჰქონდა დემენციის დიაგნოზი.

  5 საკვები, რომელიც არ უნდა გააცხელოთ

ყველა მონაწილეს ჩაუტარდა ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს MRI-ს ძველი მონაცემები, რომლებიც ათი წლით ადრე იყო გადაღებული, და შეადარეს მათ თანამედროვე შედეგებს. ანალიზმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების ნაადრევი შემცირება აღენიშნებოდათ, მომდევნო წლებში დემენციის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მაღალი იყო.

რუხი ნივთიერება პასუხისმგებელია ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებზე, როგორიცაა მოძრაობა, გრძნობითი აღქმა, მეხსიერება, ემოციები და მეტყველება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მომავალში მისი შემცირების გამოვლენა შესაძლოა დემენციის ადრეული დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად იქცეს.

ავტორი:

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.