შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის იმ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას - „უნიკალური...

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის იმ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას – „უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების დაბრუნება პრაქტიკაში დარგის სტაბილურ განვითარებას ნიშნავს“

კოლექციური ნაკვეთებიდან მიღებული ღვინოების დეგუსტაცია ისტორიული ღვინის ქარხანაში, ღვინის ბარ „საძველეში“ გაიმართა.

„ქართული ვაზის თითოეული უნიკალური ჯიშის აღდგენა, გენეტიკური რესურსების დაცვა და გამოყენება არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ ღვინის წარმოების დივერსიფიცირებას, ექსპორტის ზრდას და რეგიონების ეკონომიკური გააქტიურებას ემსახურება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის იმ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებიც ჯიღაურას საკოლექციო ვენახშია დაცული და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონებს წარმოაჩენს. დეგუსტაციისთვის შერჩეული იყო 12 ადგილობრივი წითელი და თეთრყურძნიანი ჯიშისგან დაყენებული ღვინო, რომელთა ენოლოგიური მახასიათებლები და გავრცელების პოტენციალი დამსწრეებს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიჩუამ გააცნო.

ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ემსახურება ქართული ვაზის ჯიშების მოძიებას, აღდგენას, შერჩევას, კოლექციურ დაცვასა და სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების საფუძველზე მათი თანამედროვე წარმოებაში ინტეგრაციას.

ღონისძიება, რომელსაც ქართველი და უცხოელი ღვინის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემის აქტიური განხილვით გაგრძელდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სისტემატურად ჩაატარებს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი