შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, ალბათ პირველი არ...

„ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, ალბათ პირველი არ მიყვარდა ისე ძალიან“ – ალეკო მახარობლიშვილი პირად ცხოვრებაზე

ალეკო მახარობლიშვილმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ დანგრეულ ქორწინებაზე და მისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა.

როგორც მან მაყურებელს გაუმხილა, ჯერ კიდევ პირველ ქორწინებაში იყო, როდესაც ის და მისი ახლანდელი მეუღლე გაიპარნენ.

„სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა. ამ ჩემ პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა.

მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები.

ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან. მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და იმედია, სულ ასე ვიქნებით“,- ამბობს ალეკო მახარობლიშვილი.

  „უახლოესი 20 წლის განმავლობაში, ქართული რძე ექსპორტზე ვერ გავა“ - რატომ ვერ გავა ქართული ნედლი რძე საერთაშორისო ბაზრებზე?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი