პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიქვეყნები, სადაც სურსათი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

ქვეყნები, სადაც სურსათი ყველაზე ძვირი/იაფია – რომელ ადგილზეა საქართველო

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე ძვირი თურქეთშია, ყველაზე იაფი კი რუსეთში. Numbeo-ს 2025 წლის სტატისტიკაში, რომელიც 139 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 79-ე, ხოლო რუსეთი 134-ე ადგილს იკავებს.

მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის სიძვირით თურქეთს მოსდევს სომხეთი, რომელმაც 86-ე ადგილი დაიკავა. შემდეგ ადგილი კი საქართველოს ერგო, რომელიც 104-ე ადგილზეა.

Numbeo-ს რეიტინგში 112-ე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სურსათის სიიაფით მხოლოდ რუსეთს ჩამოუვარდება.

რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, 139 ქვეყანას შორის სურსათის ფასი ყველაზე ძვირია შემდეგ 5 ქვეყანაში:

  • აშშ ვირჯინიის კუნძულები;
  • შვეიცარია;
  • ისლანდია;
  • ბაჰამის კუნძულები;
  • ბარბადოსი.

მსოფლიოში 5 ყველაზე იაფი ქვეყანა სურსათის კუთხით ასე გამოყურება:

  • პაკისტანი;
  • ავღანეთი;
  • ეგვიპტე;
  • ირანი;
  • მადაგასკარი.

წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  დასაქმების პლატფორმებზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - „ყველაზე მკვეთრი კლება მარტში იყო“
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი