ქალმა 3 დოლარად ნაყიდი ნახატი თითქმის ათასჯერ უფრო ძვირად გაყიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ქალმა მაღაზიაში ნახატი იყიდა. როგორც თავად ამბობს, ნამუშევრით დიდად არ აღფრთოვანებულა, თუმცა, ვინაიდან ის მხოლოდ 3 დოლარი ღირდა, მაინც შეიძინა.

მოგვიანებით, ქალმა ჩარჩოსთან წარწერა შენიშნა – “იოჰან ბერტელსენი” (Johann Berthelsen). ინტერნეტში, აღნიშნული სახელითა და გვარით იძებნებოდა მხატვარი, რომელიც 1972 წელს გარდაიცვალა.

“პირველი, რაც ვიფიქრე, იყო, რომ ეს რეალური არაა. ალბათ, ეს უბრალოდ ყალბია”, – ამბობს ქალი.

მიუხედავად დაეჭვებისა, მან ერთ-ერთი აუქციონის სახლს მაინც სთხოვა ნამუშევრის შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ნახატი მართლაც ბერტელსენს ეკუთვნის.

- Advertisement -
Ad imageAd image

საბოლოოდ, ნამუშევარი აუქციონზე 2,875 დოლარად გაიყიდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქალმა 3 დოლარად ნაყიდი ნახატი თითქმის ათასჯერ უფრო ძვირად გაყიდა. 24 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქალმა-3-დოლარად-ნაყიდი-ნახ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi