შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized97 რეკრუტმა მუხროვანში სამხედრო ფიცი დადო - მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635...

97 რეკრუტმა მუხროვანში სამხედრო ფიცი დადო – მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება

97 რეკრუტმა მუხროვანში სამხედრო ფიცი დადო

საზეიმო ღონისძიება მუხროვანში

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა 97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს და კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა, ხოლო კურსის ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაში მონაწილეობა და ოჯახების მხარდაჭერა

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ მშობლებს შვილების მონახულების და მათთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

რეკრუტების გადანაწილება და ანაზღაურება

დღეიდან ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა მხარდამჭერ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში სამხედრო დისციპლინებში ცოდნას გაიღრმავებენ. ისინი სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფებში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა

სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა მუხროვანში გაიარეს. რეკრუტებმა სამხედრო ტოპოგრაფია, პირველადი სამედიცინო დახმარება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამწყობრო მომზადება გაიარეს და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს.

 

  გიორგი ფხაკაძე მრავალპროფილურ კლინიკა ინოვა ინვიტროს ეწვია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი