მთავრობის განკარგულებით, ზოგიერთ სახელმწიფო ორგანოს 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლის შესყიდვა შეეძლებათ.

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მთავრობის განკარგულებით, ზოგიერთ სახელმწიფო ორგანოს 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლის შესყიდვა შეეძლებათ.

კერძოდ, მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლების შესყიდვა არ გავრცელდეს იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა აქამდეც არ ვრცელდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებებზე. სამხედრო სწავლებების, წვრთნებისა და ოპერაციების მიზნებისთვის. ახალი ცვლილებით კი ძალოვანი უწყებების გამონაკლისთა სიას შსს და სუსიც დაემატა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მთავრობის განკარგულებით, ზოგიერთ სახელმწიფო ორგანოს 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლის შესყიდვა შეეძლებათ.. 29 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მთავრობის-განკარგულები-3/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T06:40:22+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi