გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 11 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება. გამოსაცდელების კითხვებს ამომწურავად, ამჯერად, ქიმიისა და ბიოლოგიის ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. გია ხატისაშვილი და აივენგო შათირიშვილი გამოსაცდელებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ტესტის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე მისცემენ მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას.

შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.

შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე მომდევნო კვირას გამოქვეყნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გამოცდა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi