ფაშისტური დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა შეეფარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას განაგრძობს, დანაშაულში მონაწილე სხვა ადამიანების გამოსავლენად. დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. მათ კი, ვინც არ ეთანხმებოდა მათ იდეოლოგიას, განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ძალადობის ამსახველ ფოტო-ვიდეო კადრებს კი ინტერნეტში აქვეყნებდნენ. დაზარალებულთა შორის არიან არასრულწლოვანები.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.
პროკურორის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის დაჯგუფების წევრები სისტემატურად ძალადობდნენ ადამიანებზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ბრალდების მხარეს ამის თაობაზე ათეულობით მტკიცებულება აქვს მოპოვებული.
სამართალდამცავებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ – განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. 18 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფაშისტური-დაჯგუფების-წევ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T19:02:32+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
