„14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან…” – ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია მე-10 კლასის მოსწავლე, სპორტსმენი, გიორგი ხურციძე

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია მე-10 კლასის მოსწავლე, სპორტსმენი, გიორგი ხურციძე.

„საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.

ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. 16 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა, საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე.

იქვე დაიღუპა ბავშვი. სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით.

სხვებს არაფერი სჭირთ,  მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში იყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა“, – ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია 16 წლის მოზარდი

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან…” – ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია მე-10 კლასის მოსწავლე, სპორტსმენი, გიორგი ხურციძე. 5 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/14-წლის-გოგომ-დაუკითხავად/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T21:18:23+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi