ახალი დეტალები სასტიკად მოკლულ ცოლ-ქმარზე – „ვის რას ერჩოდნენ…“ – მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში, დიდუბის რაიონში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკლული ცოლ-ქმარი, ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი წარმოშობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქში მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ. ისი­ნი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ “სა­ბას” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. ცოლ-ქმარს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. აღნიშნული მუხლები დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ახალი დეტალები სასტიკად მოკლულ ცოლ-ქმარზე – „ვის რას ერჩოდნენ…“ – მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია. 12 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-დეტალები-სასტიკად/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi