პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაფაროსანას საწინააღმდეგოდ ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის...

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, ტყის პერიმეტრებზე და ჯაგნარებში ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.

სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება.

აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია.

„ანჯელის მასივებში“, სადაც სიმინდის ნათესებია, უკვე დამუშავებულია 720 ჰა ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას.

ამავდროულად, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად, დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები („მოიზიდე და გაანადგურე“).

აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება.

  ვინ არის 52 წლის ქალი, რომელიც ბაგირზე თავისუფლად დადის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი