სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, ტყის პერიმეტრებზე და ჯაგნარებში ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება.
აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია.
„ანჯელის მასივებში“, სადაც სიმინდის ნათესებია, უკვე დამუშავებულია 720 ჰა ტყის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს უწყობს ტყიდან გამოსული მავნებლის რაოდენობის შემცირებას.
ამავდროულად, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დასაცავად, დამონტაჟებულია სპეციალური სადგურები („მოიზიდე და გაანადგურე“).
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ამ ეტაპზე, როცა მავნებელი, ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე იკვებება და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორიების და ნარგავების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით დამუშავება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფაროსანას-საწინააღმდეგო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T21:51:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
