პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ...

ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები

აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგებს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ფერმერების მუდმივი ჩართულობა, რაც, ამ ეტაპზე, თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში აგრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად ჩატარებას გულისხმობს.

  როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი