უხვი ნალექის გამო მოსალოდნელია მდინარე არაგვის ადიდება —GWP მოსახლეობას აფრთხილებს!

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის დონის მატება, რაც გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

„2025 წლის 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოშვებული ჭარბი წყალი.

წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.

- Advertisement -
Ad imageAd image

გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უხვი ნალექის გამო მოსალოდნელია მდინარე არაგვის ადიდება —GWP მოსახლეობას აფრთხილებს!. 15 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უხვი-ნალექის-გამო-მოსალ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi