პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიუნიკალური ლიმიტირებული ცივი ჩაი შექმნეს, რომელიც მომღერლის დნმ-ს შეიცავს - Liquid Death-მა...

უნიკალური ლიმიტირებული ცივი ჩაი შექმნეს, რომელიც მომღერლის დნმ-ს შეიცავს – Liquid Death-მა ოზი ოსბორნის დნმ-ის შემცველი ცივი ჩაი გაყიდა

როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი და ამერიკული ბრენდი Liquid Death გაერთიანდნენ და უნიკალური ლიმიტირებული ცივი ჩაი შექმნეს, რომელიც მომღერლის დნმ-ს შეიცავს.

კოლაბორაციის „უსასრულო ოზი“ ფარგლებში მხოლოდ 10 ქილა გამოუშვეს, რომლებიც Liquid Death-ის ვებგვერდზე წამებში გაიყიდა. თითო ქილის ფასი 450 დოლარი იყო. ყველა ეგზემპლარს ოსბორნის ავტოგრაფი და სერტიფიკატი მოჰყვებოდა, რომელიც დნმ-ის ავთენტურობას ადასტურებს.

როგორც ბრენდის განცხადებაშია აღნიშნული, „ოზიმ ჩაი დალია თითოეული ქილიდან, ქილაში თავისი რეალური დნმ-ი დატოვა და შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი ჰერმეტულად დავლუქეთ“. ამ ექსცენტრიკული კამპანიის სლოგანია: Clone me, you bastards! („შექმნით ჩემი კლონი, ნაბიჭვრებო“).

კამპანია ოზის სცენაზე დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა. 5 ივლისს, მომღერალი თავის მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას როკ-სცენის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები მიიღებენ. შოუს მთავარი მოვლენა კი ჯგუფ Black Sabbath-ის ერთობლივი გამოსვლა იქნება.

  გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი