სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების მიერ ღამის განმავლობაში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან, 20-ის ჩამოგდება მოხერხდა ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რეგიონების თავზე.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ რუსმა სამხედროებმა „ისკანდერ-მ“-ის ტიპის რაკეტაც გამოიყენეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რაიონებში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის ობიექტები, რის გამოც რამდენიმე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

  ჩრდილოეთ კორეაში რუსული “Герань-2” ტიპის დრონების წარმოება იწყება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი