უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დრონის ჩამოგდება

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების მიერ ღამის განმავლობაში გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 „შაჰედის“ ტიპის დრონიდან, 20-ის ჩამოგდება მოხერხდა ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რეგიონების თავზე.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ რუსმა სამხედროებმა „ისკანდერ-მ“-ის ტიპის რაკეტაც გამოიყენეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რაიონებში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის ობიექტები, რის გამოც რამდენიმე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს. 26 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/უკრაინის-საჰაერო-ძალებმა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi