უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტის, Хочу жить ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

„ისინი ცდილობდნენ გაქცევას, რათა არ დატყვევებულიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები არ ნებდებიან“, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენომე წუთით ადრე, კადიროვი ამტკიცებდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, 810-ე ცალკეულ ბრიგადასთან ერთად, „უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს“.

მას დატყვევებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეგახსენებთ, უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით კი, კურსკის ოლქიდან 76 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 30-35 კილომეტრის მანძილით წაიწიეს წინ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს. 12 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/უკრაინელმა-სამხედროებმა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi