სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნა ეკრძალებათ – ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ გასცა ბრძანება, რომელიც კრძალავს ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილორბრივი რუსულენოვანი გამოცემა strana.co.il ავრცელებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანში მყოფ ისრაელის სამხედრო პერსონალს დაევალა დაუყოვნებლივ დატოვონ ეს ქვეყნები. ბრძანება ეხება როგორც წვევამდელებს, ასევე საკონტრაქტო ჯარისკაცებს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბრძანება გაიცა ირანის მუქარის ფონზე, რომ ისრაელის ობიექტებზე საზღვარგარეთ შეტევები განხორციელდება, საქართველოსა და აზერბაიჯანში კი ირანის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და ეს ქვეყნები თეირანთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნა ეკრძალებათ – ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა. 12 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სამხედრო-მოსამსახურეებს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi