ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტის, Хочу жить ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

„ისინი ცდილობდნენ გაქცევას, რათა არ დატყვევებულიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები არ ნებდებიან“, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენომე წუთით ადრე, კადიროვი ამტკიცებდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, 810-ე ცალკეულ ბრიგადასთან ერთად, „უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს“.

მას დატყვევებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

შეგახსენებთ, უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით კი, კურსკის ოლქიდან 76 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 30-35 კილომეტრის მანძილით წაიწიეს წინ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბავშვი ლოგინის ქვეშ მყოფ “მონსტრზე“ წუხდა, შემოწმების შემდეგ კი ძიძამ უცხო მამაკაცი იპოვა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი