ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

„უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება“, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- ნათქვამია განცხადებაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ორსულობის ამბავს არ ვამხელდი, ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბავს ძალიან კარ­გად შეხ­ვდა“ - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი